ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს

ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს. აღნიშნულ განცხადებას მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ ანონსში ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარე ესპანეთი აკეთებს.

„საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 28-29 სექტემბერს ქალაქ მურსიაში გაიმართება, რომელიც ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრისთვის გარკვეული მოსამზადებელი ეტაპი გახდება. შეხვედრა 5 ოქტომბერს გრანადაში გაიმართება და მასზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრთა არაფორმალური შეხვედრის მთავარი ფოკუსი - ევროკავშირის 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის შიდა მომზადების საჭიროება, და ასევე კანდიდატი წევრების მხარდაჭერის გაძლიერება იქნება.

„არაფორმალური შეხვედრის დროს დაგეგმილია რამდენიმე მსჯელობა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე მომავალი გაფართოების ზეგავლენას, კანდიდატი ქვეყნების თანმიმდევრული ინტეგრაციის კონცეფციას და ინსტიტუტების რეფორმებს მიეძღვნება, რომლებიც თვით ევროკავშირს სჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო