ალუდა ღუდუშაური - საერთოდ არ არის საინტერესო და მე გირჩევდით, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმოთ ლავროვის განცხადებებს

საერთოდ არ არის საინტერესო და მე გირჩევდით, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმოთ ლავროვის განცხადებებს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან სერგეი ლავროვის განცხადებას.

რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას, ღუდუშაური აცხადებს, რომ არც მათი პოზიცია აინტერესებს, რადგან ისინი უნისონში მოქმედებენ, რომ ქვეყანა დააზიანონ და თავის დროზე სწორედ მათ გაატარეს რუსული ინტერესები.

„ჩემთვის არანაირად საინტერესო არ არის, ლავროვი რას იტყვის და რას არა. ლავროვის და ოკუპანტი რუსეთის პოზიცია ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით ნათელია, შესაბამისად, მე არ მაინტერესებს, თქვენც გირჩევთ, არ დაინტერესდეთ,”- აცხადებს ღუდუშაური.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ცალსახად თქვას, რომ ლავროვი იტყუება, როცა ამბობს, რომ ფრენები ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმებით აღდგა, ღუდუშაურის პასუხია, რომ „საერთოდ არ არის საინტერესო იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ აინტერესებს ლავროვი“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს