იენს სტოლტენბერგი - ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს - რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათანობით იკავებენ ტერიტორიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ფართო კონტრშეტევის ფარგლებში.

„დღეს თქვენი ძალები წინ მიიწევენ, ისინი სასტიკი ბრძოლების წინაშე არიან, მაგრამ თანდათან იკავებენ ტერიტორიებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, მომავლისთვის, მათი თავისუფლებისთვის. მოსკოვი იბრძვის იმპერიული ილუზიებისთვის”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არა მხოლოდ ნატო-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან.

„საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაერო-ში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ს გაფორმებული აქვს ჩარჩო კონტრაქტები უკრაინისთვის 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების „საკვანძო საბრძოლო მასალასთან“ დაკავშირებით.

”ეს მოიცავს შესაძლებლობებს, როგორიცაა 155 მილიმეტრიანი არტილერია და სატანკო მართვადი რაკეტები და სატანკო საბრძოლო მასალა. ეს დაეხმარება მოკავშირეებს, შეავსონ თავიანთი მარაგი და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა