შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - მთავარი პროპაგანდისტული ხაზია, როგორმე კორუფცია და ძალადობა დააბრალონ ხელისუფლებას და რაღაცნაირად ლაქის ჩამორეცხვა შეძლონ - სიმართლე არის ზუსტად ის, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა "ქართულმა ოცნებამ" დაანგრია

ამ ისტორიამაც დაგვანახა ერთი რამე, რომ ოპოზიციას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - რამენაირად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რაც მათ საკუთარ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიდეს. კერძოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ორი რამე შეძლო - შექმნა კორუფციისა და ძალადობის სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული ხაზია, როგორმე კორუფცია და ძალადობა ხელისუფლებას დააბრალონ და ამით საკუთარი ლაქის ჩამორეცხვა სცადონ.

,,თუ დააკვირდებით, მათი მთავარი პროპაგანდისტული ხაზია, როგორმე კორუფცია და ძალადობა დააბრალონ ხელისუფლებას და ამით რაღაცნაირად შეძლონ საკუთარი ლაქის ჩამორეცხვა. სწორედ, აქეთ მიდის ყველაფერი - ერთი, რომ ცდილობენ, რაღაცნაირად ისეთი საკითხი მოძებნონ, რომელიც გირგვლიანის მსგავსი საქმე იქნება და ამაზე აწევენ ემოციებს, ასევე ცდილობენ, მუდმივად კორუფციულ სქემებზე ბრალდებები წამოაყენონ. საქმეც იმაშია, რომ სიმართლე სულ სხვაა. საბოლოო ჯამში, ყველა ასეთი ყალბი ამბავი იფუშება და უშედეგოდ მთავრდება, რადგან სიმართლე არის ზუსტად ის, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა "ქართულმა ოცნებამ" დაანგრია და ქართული საზოგადოება კორუფციული მარწუხებისგან გაათავისუფლა. სწორედ იმას უზრუნველყოფს "ქართული ოცნება", რომ არ დააბრუნოს მოძალადე და კორუმპირებული ძალები ხელისუფლებაში. ეს იქნება სწორედ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში მთავარი არჩევანი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება