სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი - მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 74 400 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა

მთიანი ყარაბაღი 74 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაგდასარიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ მომენტისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 74 400 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა”, - განაცხადა ბაგდასარიანმა.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 ათასი სომეხი ცხოვრობდა. სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის მახლობლად, დასახლებულ პუნქტს კორნიდზორში ჰუმანიტარული ცენტრია შექმნილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება