დიმიტრი ცქიტიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

სალომე ზურაბიშვილის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე აშკარად გაზრდილია - ეს აღმოჩნდა საფრთხის შემცველი „ქართული ოცნებისთვის“ და ძალიან უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ მისი რეპუტაცია , - ამის შესახებ „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კრიტიკულ მომენტებში, რითაც გარკვეულწილად გარდატეხაც კი მოახდინა პროცესებში.

„„ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილი დღეს არ მოსწონთ, ალბათ, იმიტომ, რომ პოლიტტექნოლოგიურად თუ შევაფასებთ, სალომე ზურაბიშვილის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე აშკარად გაზრდილია, ის საქართველოს ძალიან მაღალ დონეზე წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი ძალიან მაღალი დონის ევროპელი პოლიტიკოსის რანგში წარმოადგენს საქართველოს, რაც ძალიან კარგია. მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოშიც. ორი ძირითადი პარტიის, „ნაცი“, და „ქოცის“ გარდა, შუალედში ძალიან ბევრი ადამიანი და აშკარად ჩნდება სიმპათიები მის მიმართ. შიშია, რომ ვაითუ გადადგა მან ნაბიჯი პოლიტიკური საქმიანობისკენ და მაშინ ხომ დავიღუპეთ იმიტომ, რომ ყველაზე პოპულარული ლიდერი აღმოჩნდა მაღალინსტიტუციური ტრიბუნიდან, რომელსაც შეუძლია პოლიტიკაში ჩაერთოს.

არ ვიცი, რა გეგმები აქვს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ის, რომ მან საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, ეს აღმოჩნდა საფრთხის შემცველი „ქართული ოცნებისთვის“ და ძალიან უნიჭოდ ცდილობენ, რომ დააზიანონ მისი რეპუტაცია. სალომე ზურაბიშვილმა აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კრიტიკულ მომენტებში. შეხვედრების კუთხით, უკრაინასთან ურთიერთობაში, ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობაში და მე ვფიქრობ, რომ მან გარკვეულ წილად გარდატეხა მოახდინა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება