ჯო ბაიდენი - ახლა ამერიკაში რაღაც სახიფათო ხდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს მოუწოდებს, პრიორიტეტი ამერიკული ინსტიტუტების სიჯანსაღეს მიანიჭონ.

„ახლა ამერიკაში რაღაც სახიფათო ხდება. არსებობს ექსტრემისტული მოძრაობა, რომელიც არ იზიარებს ჩვენი დემოკრატიის ძირითად შეხედულებებს: მოძრაობა MAGA (გახადე ამერიკა კვლავ დიადი). ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ "რესპუბლიკურ" პარტიას მართავენ და ემუქრებიან MAGA "რესპუბლიკელი" ექსტრემისტები და თუკი მათი უკიდურესი დღის წესრიგი განხორციელდება, ფუნდამენტურად შეცვლის ამერიკული დემოკრატიის ინსტიტუტებს", - განაცხადა ბაიდენმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

„ტრამპი ამბობს, რომ კონსტიტუციამ მას უფლება მისცა, ეკეთებინა ის, რაც სურდა, როგორც პრეზიდენტს. არასოდეს მსმენია, რომ პრეზიდენტებს ეს ხუმრობითაც კი ეთქვათ. მჯერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის. მჯერა, რომ ამერიკაში არ არის ადგილი - სრულიად, სრულიად არ არის - პოლიტიკური ძალადობისთვის", - აღნიშნა ბაიდენმა .

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება