ნიდერლანდებში შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა, რომელმაც სულ მცირე სამი ადამიანი მოკლა.

მედიის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელმა ცეცხლი ორ ლოკაციაზე გახსნა, საცხოვრებელ სახლში და ქალაქის ერასმუსის სამედიცინო ცენტრში.

პირველი სროლის შედეგად 39 წლის ქალი და მისი 14 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ. ერასმუსის სამედიცინო ცენტრში ცეცხლის გახსნას კი 43 წლის ლექტორი ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

მომხდარს პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტეც გამოეხმაურა და ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის