თავდაცვის მინისტრმა გერმანიის გრანტით შესყიდული აღჭურვილობა დაათვალიერა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით ლოჯისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა.

უწყების განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი გრანტით შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

„თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, გერმანიის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო