აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს თანხა ამოღებულია აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და კენჭი ცალკე უყარეს. პალატამ ასევე მიიღო კანონპროექტი 826 მილიარდი აშშ დოლარის თავდაცვის ხარჯების შესახებ.

Politico-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანონპროექტი დამტკიცდა, „დემოკრატები“ შიშობენ, რომ რუსული პროპაგანდა შეეცდება, უკრაინის დახმარების ცალკე კანონპროექტად გამოყოფა უკრაინის დახმარების ვალდებულებაზე უარის თქმად წარმოაჩინოს.

„რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. ამის წარმოჩენა ისე მოხდება, თითქოს ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებებზე“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, ადამ სმიტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო