გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილმა ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა

არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. ზურაბიშვილის ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით - ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ ყურადღება ლატვიის პრეზიდენტის მიერ სანქციებთან საქართველოს მიერთების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მას ზურაბიშვილმა განგებ არ მიაწოდა ინფორმაცია. ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი შეიძლება შეფასდეს „როგორც საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანკში მყოფი პოლიტიკოსი“.

„მე არ ვფიქრობ, რომ ქალ დეპუტატებთან ან ლომჯარიასთან გამართული შეხვედრები საკმარისია. მისი ვოიაჟის ცალკეულ ეპიზოდებზე ჩვენ არაფერი ვიცით. ერთადერთი ვიცით, რომ ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული პრობლემებია, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას უკავშირდება და სერიოზული ბრალდებებიც წამოაყენა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ უერთდება. ეტყობა არ იცის, ან სალომე ზურაბიშვილმა განგებ არ ჩააყენა საქმის კურსში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების არანაირი ფაქტი არ გამოვლენილა და ამის შესახებ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომისიამ ილაპარაკა. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ესეც უნდა სცოდნოდა ზურაბიშვილისგან, რომ რუსეთისთვის ეს შესამჩნევი არ იქნება, ხოლო საქართველოს დაანგრევს ეკონომიკურად. ამის თაობაზე თუ ინფორმაცია არ მიაწოდა იმ ხელმძღვანელებს, ვისაც შეხვდა, სალომე ზურაბიშვილი უკვე შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე ბანკში მყოფი პოლიტიკოსი. ვფიქრობ, მას ანგარიში აქვს ჩასაბარებელი არა ნინო ლომჯარიასთან ან ქალ დეპუტატებთან, რომელთაც პატივს ვცემ, არამედ ხალხთან. მთავრობას თუ არ ესაუბრება, ხალხს მაინც აუხსნას, რა წაიღო და რით წამოვიდა ვიზიტებიდან, რომელიც შეუთანხმებლად, კონსტიტუციის დარღვევით ჰქონდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება