მედია - უკრაინა კურსკის ოლქში ელექტრო ქვესადგურზე დრონით თავდასხმას ადასტურებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ დღეს, რუსეთის კურსკის ოლქში ელექტრო ქვესადგურზე განხორციელებული თავდასხმის უკან იდგა.

CNN-ს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ქვესადგური დააზიანეს იმის გამო, რომ ელექტროენერგიას აწვდიდა მნიშვნელოვან რუსულ სამხედრო ობიექტებს და მიანიშნეს, რომ თუ მოსკოვი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გააგრძელებს, კიევი ადეკვატურად უპასუხებს.

მანამდე, კურსკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ოლქში, დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო, ხუთ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ კურსკის თავზე 10 უკრაინული დრონი გაანადგურა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის