დენის შმიგალი - უკრაინას სურს, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ის დიდ ფასს იხდის ამ სურვილის განხორციელებისთვის

კიევის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის სრულფასოვანი კანდიდატი გახდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრემიერის მტკიცებით, მისი ქვეყანა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება.

POLITICO წერს, რომ შმიგალმა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მნიშვნელობას ხაზი იმ ფონზე გაუსვა, როცა სულ უფრო ინტენსიური ხდება დებატები ბლოკის გაფართოების შესახებ და საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ ევროკავშირის წევრობის სრული სტატუსის ალტერნატიულ ვარიანტს, რაც, შესაძლოა ევროკავშირში უკრაინის ეტაპობრივ ინტეგრაციას გულისხმობდეს.

„ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს, რათა უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით სრულად მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ. ჩვენ გვინდა ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა დღეს არის უნიკალური ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელიც ასეთ დიდ ფასს იხდის თავისი სურვილის განხორციელებისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი", -აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

შეგახსენებთ, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის