თინა ბოკუჩავა - ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება - საინტერესოა, რომ ამ თემაზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკური კვლევა ვაწარმოოთ

ნიშანდობლივია, რომ გადატრიალების მოტივით გამოძიება არჩევნების წინ იწყება და შემდეგ ვერავის გამოვლენა ვერ ხდება - საინტერესოა, რომ ამ თემაზე დაწყებული გამოძიების სტატისტიკური კვლევა ვაწარმოოთ, - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სუს-ში, სერბეთის მოქალაქეების, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის გამოკითხვაზე დაბარების თაობაზე დასმულ კითხვას.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სუს-ის მუდმივი ბოდვა მოგონილ სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მობეზრდა. მისივე შეფასებით, ადგილი აქვს მნიშვნელოვანი თემების ფსევდო თემებით გადაფარვის მცდელობას.

„ესეც მორიგი ფარსია, რაც რეალურად მნიშვნელოვანი, ივანიშვილისთვის პრობლემური თემების გადაფარვის მიზანს ემსახურება - მათ შორისაა თემა, როცა მისი გარემოცვის საკვანძო წევრი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-ს მიერ და აღწერილია როგორც რუსი-ქართველი ოლიგარქი. ივანიშვილმა მიიღო გზავნილი, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და მასთან სულ უფრო ახლოს მიდის. ეს არის ის, რაც რეალურად ბიძინა ივანიშვილს აღელვებს. შესაბამისად, ეს აღელვებს სუს-ს და ყველა სხვა უწყებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი თემის გადასაფარად რაღაც ფსევდო თემები უნდა მოიფიქრონ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება