გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთისა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონებში - ე.წ. ჩინოვნიკებს სანქცები დაუწესა, რომელიც აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში ასევე დაამატა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსანდრე კურენკოვი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომისიის მდივანი, ნატალია ალექსეევნა ბუდარინა და ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნილი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, მარინა ზახაროვა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე.

„რუსეთის ყალბი არჩევნები არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო კონტროლის ლეგიტიმაციის უშედეგო მცდელობა. სხვის ქვეყანაში არჩევნების“ ჩატარება არ შეიძლება. გაერთიანებული სამეფო არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე – ყირიმი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი უკრაინაა“, - აღნიშნა კლევერლიმ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა