ანა წითლიძე - წარმოუდგენელია იმ მოლოდინის არსებობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან რომელიმე სტრუქტურა ფარცხალაძის საქმეს გამოიძიებს

წარმოუდგენელია იმ მოლოდინის არსებობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან რომელიმე სტრუქტურა ფარცხალაძის საქმეს გამოიძიებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „სასაცილო ამბავია ის, რომ არსებული ხელისუფლება ფარცხალაძეს დასჯის“.

„ფარცხალაძეს რომ ეს ხელისუფლება დასჯის, უბრალოდ, სასაცილო ამბავია. წარმოუდგენელია, ხელისუფლება, რომელიც ფარცხალაძეზე დგას, ის დასაჯოს. ის არამხოლოდ ამ ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების მთავარი მაკოორდინირებელი ადამიანია, არამედ ისაა ვინც, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიებს მართავს. ამიტომაც, ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთელი სისტემა ფარცხალაძეს იცავს. წარმოუდგენელია იმ მოლოდინის არსებობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან რომელიმე სტრუქტურა ფარცხალაძის საქმეს გამოიძიებს. როდესაც ფარცხალაძეზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ. ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი პირია“,- განაცხადა ანა წითლაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება