ლევან ხაბეიშვილი - ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს - ასე ესმის ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას - იყურებიან ახლა შეშინებული თვალებით, სწორადაც ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ქვეყნის რუსეთიზაციას და მონობას

შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პროტესტი არ უნდა იყოს, მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ საბოლოო ჯამში ხალხის ნებას ვერ გაექცევიან.

ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია მიიჩნევენ, რომ არ უნდა იყოს პროტესტი, ადამიანები არ უნდა აპროტესტებდნენ გაჭირვებას, არ უნდა აპროტესტებდნენ ოკუპაციას, არ უნდა აპროტესტებდნენ რუსეთად რომ უნდათ ეს ქვეყანა გადააქციონ. ხალხი არ უნდა აპროტესტებდეს - ასე ესმის ბიძინა ივანიშვილსა და რუსულ პარტიას. ემიგრაციაში, რომ გარბიან ჩვენი მოქალაქეები და ფაქტობრივად ოჯახის წევრები რომ არ დაგვრჩა, ამას თუ ვინმე აპროტესტებს და თუ ვინმეს ევროპა უნდა, ამის გამო კონკრეტულ შეზღუდვებს შემოიღებენ, კონკრეტულ კანონპროექტებს განიხილავენ იმისთვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებები გაზარდონ, ვიღაცას დააპატიმრებენ, ვიღაცას ჯარიმას გადაახდევინებენ. თუმცა ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ შიშს აქვს დიდი თვალები და ამიტომ იყურებიან ახლა გაფართოებული, შეშინებული თვალებით. სწორად ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება არც ქვეყნის რუსეთიზაციას, არც იმას, რომ ევროპულ კურსს უხვევს რუსული პარტია და არც მონობას არ აპირებს ქართველი ხალხი. რაც არ უნდა კანონები წერონ და იკითხონ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ხალხის ნებას ვერ გაექცევიან“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო