ოლაფ შოლცი - დევნილების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ დიდია - გერმანია ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად

დევნილების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ დიდია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელერადიოკომპანია RND-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მიგრანტის 70%-ზე მეტს რეგისტრაცია არ გააჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში შესვლამდე თითქმის ყველა მათგანი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

„დევნილების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ, დიდია… ფედერალური მთავრობა სრულიად ერთიანია იმაში, რომ ევროკავშირში უკანონო მიგრაცია შეაჩეროს. ამის გაკეთება მხოლოდ ერთიანად და სოლიდარულად შეიძლება. გერმანია ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად”, - განაცხადა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ნოემბრამდე იმიგრანტების კონტროლის სისტემის შემუშავება იგეგმება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის დევნილების ფიქსირებულ რაოდენობას გაითვალისწინებს.ა

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო