ჯო ბაიდენი - არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის.

"მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას“.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. “შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო