თურქეთის შს მინისტრი - ანკარაში თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა , - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

მისი განცხადებით, მეორე თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

ალი იერლიკაიას თქმით, თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა