ლევან ხაბეიშვილი - თავად მოიგონეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, თავად ითვლიან ხმებს - ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, ყურადღების მიქცევას არ ვაპირებთ

ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ - პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ სხდომაში მონაწილეობის მიღებას და მისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თემა ბიძინა ივანიშვილს და „რუსულ პარტიას“ აწყობთ.

„ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს თქმა შემიძლია, რომ ეს თემა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას აწყობს. თავად მოიგონეს იმპიჩმენტი, თავად ითვლიან ხმებს, ვიღაცა მისცემს-არ მისცემს. ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ - პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ სხდომაში მონაწილეობის მიღებას და მისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებთ. იმავეს ვთხოვ ყველა პროდასავლურ მედიას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, იმ თემას აქტუალიზაცია არ გავუკეთოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას აწყობს. პლუს ამას, ეს ქვეყნის გარეთ გვაზიანებს. ქვეყნის შიგნით კი, საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული და მოგონილი ამბავი, რომელზეც ბრიფინგებს თავად რუსული პარტიის ლიდერები მართავენ. მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება