პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სამტრედიის ხიდი „ქართული ოცნების“ 11 - წლიანი მოღვაწეობის ნამდვილი სახეა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვერასდროს მიიყვანს საქართველოს მთავარ მიზანთან, რომ საქართველო ევროპული და ძლიერი ქვეყანა გახდეს.
„ეს [სამტრედიის] ხიდი არის „ქართული ოცნების“ 11 - წლიანი მოღვაწეობის ნამდვილი სახე. ეს არის რუსული რეჟიმის სახე. გზატკეცილი, რომელიც თითქმის 900 მილიონი უჯდება საქართველოს, გზა ჩანგრეულია. აი, როგორც აქ დაბომბილს ჰგავს ეს ყველაფერი, ისევე აკეთებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ევროპულ გზას და პერსპექტივას, როგორც ეს გზა არის ჩახერგილი „ქართული ოცნების“ კორუფციის და ძარცვის გამო. აქ ექსპერტი არ სჭირდება, ბურჯი კი არ გადაიხარა ან წაიქცა, ბურჯი 15 მეტრ მიწაში ჩავარდა. აი, ეს არის კორუფცია, ვისთვის სჭირდებათ ხელისუფლება, ძარცვისთვის? ეს ხიდი არის „ქართული ოცნების“ მთავარი სახე, რომ რეჟიმი რუსულია, კორუმპირებული და დამპალია, ასე გაგრძელება არ შეიძლება. როგორც ეს გზა ვერ მიგვიყვანს მიზანთან, ისევე „ქართული ოცნებაც“ ვერასდროს მიიყვანს საქართველოს მთავარ მიზანთან, რომ საქართველო გახდეს ევროპული, ძლიერი ქვეყანა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.