მედია - სოჭში, რუსული ვერტმფრენების სადგომზე განხორციელებული დარტყმის უკან უკრაინის დაზვერვა დგას

სოჭში, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმა ადლერის რაიონში ვერტმფრენების სადგომზე განხორციელდა და მის უკან დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას.

დაახლოებით ამავე დროს, დრონებით თავდასხმა მოხდა სმოლენსკის ოლქზეც. რუსული მედიის ცნობით, სამიზნე სმოლენსკის საავიაციო ქარხანა იყო.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა