რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის საკითხში სამართლიანობამ გაიმარჯვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის საკითხში სამართლიანობამ გაიმარჯვა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყარაბაღთან დაკავშირებით სამართლიანობამ გაიმარჯვა.

"ყარაბაღის საკითხში სამართლიანობამ გაიმარჯვა. ყარაბაღმა, 30 წლის შემდეგ, თავისუფლება მოიპოვა", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თურქეთს სურს გააფართოვოს თავისი მეგობრების წრე და მზადაა ითანამშრომლოს მათთან, ვინც თურქეთს მის მიერ გაწვდილ მეგობრობის ხელს ჩამოართმევს.