ცესკომ 103 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები წარადგინა, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით ჩატარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, საზოგადოებას პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები წარუდგინა.

კერძოდ, ცესკომ 103 უბნის შედეგები წარადგინა, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით მიმდინარეობდა.

როგორც მან აღნიშნა, აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგების მიხედვით, გურჯაანში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა 14 450 ხმა მიიღო, რაც შეეხება გორი-კასპის მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა 93.4% აიღო, ხოლო "სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ 6.59 პროცენტი.

„ გაგაცნობთ 103 საარჩევნო უბნის ხმით მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს, საიდანაც გურჯაანის შემთხვევაში, სადაც მონაწილეობდა მოქალაქეთა გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით შედეგი გახლავთ 14 450 ხმა, ხოლო საპარლამენტო შუალედური არჩევნების ნაწილში, გორი-კასპის მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქში გვაქვს შემდეგი სურათი, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6.59%-ს შეადგენს, მოქალაქეთა გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19 ათას 32 ხმა, რაც გახლავთ 93.4%“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ამასთან, აღინიშნა, რომ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა გურჯაანში, სადაც საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა 35.24% მივიდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო