ჯოზეფ ბორელი - ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გრძელვადიან ვალდებულებს ამზადებს.

ბორელის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა, რომლის დროსაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველა ჩვენგანისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. რუსტემ უმეროვთან პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირის უწყვეტი სამხედრო დახმარება. უკრაინას მეტი შესაძლებლობები და უფრო სწრაფად სჭირდება. ვამზადებთ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჯოზეფ ბორელი კიევში კვირას ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. მათ ერთად მიაგეს პატივი ომში დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მანამდე ბორელი ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. მან რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარი მოინახულა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა