ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - რობოტინოს სამხრეთით სიტუაცია არასტაბილური და ტაქტიკურად რთულია

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რობოტინოს სამხრეთით სიტუაცია არასტაბილური, ტაქტიკურად რთული და დინამიკურია.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები რობოტინოს რაიონში ტაქტიკურ კონტრშეტევებს ახორციელებენ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რობოტინოს სამხრეთით ვითარება არასტაბილურია, რადგან ტაქტიკურად მნიშვნელოვანი საველე სიმაგრეები რამდენჯერმე შეიცვალა.

ცნობისათვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები რობოტინოსა და ვერბოვოის რაიონებში დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ და უკრაინულ ჯარებს წარუმატებლად უტევენ ავდეევკის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო