შალვა პაპუაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოფიციალური ვიზიტით მყოფ სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს უმასპინძლა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის წელს განხორციელების მნიშვნელობას, რადგან წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სლოვენია საქართველოს დიდი მხარდამჭერია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, რისთვისაც სლოვენიურ მხარეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვენიის ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს პროგრესს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის. გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების მზაობა. ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე და გამოთქვეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.

ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩმა განცხადებით, სლოვენია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, ვინაიდან ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო გზას. იგი მიესალმა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოს წევრობისადმი სრული მხარდაჭერა დააფიქსირა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება