შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებას ვთხოვ, გავიხსენოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ პროექტი და ასევე, გაიხსენონ აქტორები, რომლებიც ჩართული იყვნენ კანონის მიღების ჩაშლაში - დღეს ვნახეთ, სად მიდის უცხოური დაფინანსება

„საზოგადოებას ვთხოვ, გავიხსენოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ პროექტი და ასევე, გაიხსენონ აქტორები, რომლებიც ჩართული იყვნენ კანონის მიღების ჩაშლაში, რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგსა და გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ მიეღოთ, საზოგადოებას ეცოდინებოდა, სად მიდის უცხოური დაფინანსება.

„დღეს ვნახეთ, სად მიდის უცხოური დაფინანსება. ვინაიდან არ გვაქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალე სისტემა, ისეთი, როგორიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამას საზოგადოება ვერ იგებს, ამის გაგება გვიწევს სუს-ის სპეციალური გამოძიების მიხედვით. ჩვენ რომ ის კანონი მიგვეღო, დღეს საზოგადოებას უკვე ზუსტად ეცოდინებოდა, რომ არსებობს ასეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნიდან ფინანსდება. მაშინდელი ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა ქართველ ხალხს სწორედ ამ ინფორმაციის მიღების უფლება ჩამოართვეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება