მეცნიერებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად საჭირო მ-რნმ ტექნოლოგია შეიმუშავეს, ნობელის პრემია გადაეცათ

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიენიჭა ორ მეცნიერს, კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანს, რომლებმაც მ-რნმ ტექნოლოგია შეიმუშავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

mRNA ტექნოლოგია არის ტექნოლოგია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინების შექმნას დაედო საფუძვლად.

აღსანიშნავია, რომ მ-რნმ ტექნოლოგიას ახლა სხვა დაავადებებზე, მათ შორის კიბოზე, იკვლევენ.

„ლაურეატებმა წვლილი შეიტანეს ვაქცინის შექმნის უპრეცედენტო ტემპში მაშინ, როცა ადამიანების ჯანმრთელობას თანამედროვე დროში ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე დაემუქრა", - განაცხადეს ნობელის პრემიის კომიტეტში.

ვაქცინის ტრადიციული ტექნოლოგია დაფუძნებულია ორიგინალური ვირუსის ან ბაქტერიის მკვდარ ან დასუსტებულ ვერსიებზე - ან ინფექციური აგენტის ფრაგმენტების გამოყენებით. ამის საპირისპიროდ, მ-რნმ ვაქცინები სრულიად განსხვავებულ მიდგომას იყენებენ. ისინი "წვრთნიან" იმუნურ სისტემას იმისთვის, რომ ამოიცნოს და ებრძოლოს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ვირუსები ან ბაქტერიები.

მ-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით შეიქმნა "მოდერნასა" და "ფაიზერის" ვაქცინები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში