ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციების შესახებ ნებისმიერი პაუზა რუსეთის აგრესიას ახანგრძლივებს და მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი რაუნდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„სანქციების შესახებ ნებისმიერი პაუზა რუსეთის აგრესიას ახანგრძლივებს და მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ევროპული სოლიდარობის სასიცოცხლო სიმბოლო იყო და თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება მთლიანი ევროპის საერთო მიზანია.

„რუსეთი გახდა ანტიევროპული ძალა, რომელიც ატერორებს და ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპაში სტაბილური და მშვიდობიანი ცხოვრების ყველა საფუძველს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ცალსახად გამოხატა მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინამ უკვე მიიღო ევროპელი მოკავშირეებისგან და განაცხადა: „ჩვენ ვაფასებთ ყველა ქვეყნის, ყველა ლიდერის, ყველა ევროპული კომპანიის ძალისხმევას“.

დასკვნით სიტყვაში, ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა შეძლებს დაამარცხოს რუსეთი და მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ „ჩვენი გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო