საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო - საფრანგეთი უკრაინის რეკონსტრუქციით დაინტერესებულ კომპანიებს ომის რისკებისგან დააზღვევს

საფრანგეთი უკრაინის რეკონსტრუქციით დაინტერესებულ კომპანიებს ომის რისკებისგან დააზღვევს, - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ფრანგული სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია Bpifrance Assurance Export იმ ფრანგულ კომპანიებს დააზღვევს, რომლებიც მზად არიან განახორციელონ ინვესტიციები უკრაინაში ისე, რომ არ დაელოდონ ომის დასრულებას.

„ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საფრანგეთის კანონმდებლობით მუშაობს და გრძელვადიან ინვესტიციებს საზღვარგარეთ ახალ ან უკვე არსებულ კომპანიაში ახორციელებს, ან ნებისმიერ საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც გასცემს საბანკო სესხს უცხოურ ერთეულზე, უფლება აქვს მიიღოს ეს საინვესტიციო დაზღვევა. აღნიშნული დაზღვევა დაფარავს პოტენციური ინვესტორის დანაკარგებს 95%-მდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, საფრანგეთი აგრძელებს პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერისა და უკრაინის აღდგენისთვის ფინანსური დახმარების შესახებ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა