მამუკა მდინარაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები

თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რითაც აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-მა უნდა გასცეს კითხვას პასუხი, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში.

„ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის USAID, მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს. მკაფიო განმარტებები ვერ მოვისმინეთ, ამის ნაცვლად მოვისმინეთ, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ცინიკური განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენ რაც მოვისმინეთ ის ტექსტი არ ყოფილა და ახალგაზრდების რევოლუციისთვის მზადება კი არ ყოფილა, თურმე კანონთან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები და საქართველოს ყველა მოქალაქეს დღეს რაც ვნახეთ ჩანაწერებში, მოგვეჩვენა ეს ყველაფერი, არ ყოფილა რევოლუციაზე საუბარი და რევოლუციის პრაქტიკის გაზიარებაზე საუბარი. ახალგაზრდების ჩართულობაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ამ დონის ცინიზმი მივიღეთ დღეს სამწუხაროდ და როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, დიახ, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები. ჩვენ ამ დისკუსიაში შევდივართ და ვითხოვთ, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრებისგან, მეგობრისგან უფრო გვაქვს მოთხოვნის უფლება, კონკრეტულ განმარტებას, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში, ამაზე გაგვცენ პასუხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, რაც აშშ-ის განცხადებაში წერია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება პარტნიორის და მეგობრის მიმართ, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის და ამ გზაზე დგას.

„ჩვენ ამ სიმართლეს აუცილებლად ვიტყვით, აუცილებლად ვიტყვით სად არის დისკუსია ჩვენს შორის საკამათო საკითხებზე და აუცილებლად დავუფასებთ იმას, რასაც აკეთებენ ქართველი ხალხის დახმარებისთვის, უფლებებისათვის, დემოკრატიისთვის, პირობების გაუმჯობესებისთვის, თუმცა ასეთი რაღაც ნამდვილად არ უნდა გვაკადროს არავინ, განსაკუთრებით მეგობართან გვაქვს ეს თხოვნა, მოთხოვნა, რომ ნუ გვკადრებენ ისეთ რამეს, რაც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და „მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

„ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს“, - აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის დახმარების მიზნებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა