„ლელო“ - საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიზანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიზანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებაში.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სუს-ი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, საკუთარი მოსახლეობის მოტყუებითა და შიშის თესვითაა დაკავებული.

„დაშინებულ რუსეთის მსახურ ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ ევროპისგან ხელოვნურად დაშორება გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის 85%-ის პროტესტს.

პრევენციის მიზნით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების დაშინებას გადატრიალების, რევოლუციის თუ ე. წ. "მეორე ფრონტის" შესახებ შეთითხნილი ზღაპრებით. სუს-ის უშედეგო ბრიფინგები ადასტურებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, სუს-ი საკუთარ მოსახლეობის მოტყუებითა და შიშის თესვითაა დაკავებული.

ამ პროცესში, რუსეთის მსახური ხელისუფლება და მასთან დაქვემდებარებული ყველა ინსტიტუტი კიდევ ერთხელ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტეგრაციას.

აშკარაა, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელიც მტრული ძალების გავლენებს უნდა უპირისპირდებოდეს, პირიქით რუსეთის დავალებას ასრულებს. დღეს მთელი სახელისუფლო ვერტიკალი მობილიზებულია რუსეთის სანქცირებული აგენტის, ფარცხალაძის და ოკუპანტი ქვეყნის სხვა ჯაშუშების დასაცავად. ამავე დროს, მეორე ხელით იგივე სახელისუფლო ვერტიკალი თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ახორციელებს მათ მიერ ორგანიზებული დემოკრატიული და უსაფრთხო სემინარების მოსმენებსა და დემონიზებას და მათ უყენებს უსაფუძვლო ბრალს უმძიმეს დანაშაულებში.

თუკი "ქართულ ოცნებას" სურს ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან გამოყვანა, პროტესტისა და მღელვარების გარეშე გაგრძელება, ისტერიული ზღაპრების შეთხზვის ნაცვლად, დაშინებულმა ხელისუფლებამ სჯობს იმუშავოს ევროპულ ინტეგრაციაზე, სტატუსის მისაღებად შესაბამისი რეფორმების გატარებაზე და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან პოზიტიური დღის წესრიგით მუშაობაზე. "ლელო" ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

„ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს“, - აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე