ფინეთის პრემიერი - ამჟამად რუსეთის მხრიდან ფინეთის მიმართ უშუალო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, მომავალში სიტუაცია შეიცვალოს

ამჟამად რუსეთის მხრიდან ფინეთის მიმართ უშუალო საფრთხე არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, მომავალში სიტუაცია შეიცვალოს,- ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ რადიო გადაცემაში „ერთი საათი პრემიერთან” ისაუბრა.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია შეიძლება კიდევ უფრო მეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადი გახდეს”, - განაცხადა ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ორპომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ფინეთი უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებს და ევროპა და დასავლეთი ერთნაირ პოზიციას ინარჩუნებენ, მიუხედავად გარკვეული „დაღლილობის ნიშნებისა”.

„ომი უკრაინაში უკვე ორი წელია გრძელდება. ფინეთის მხარდაჭერა კი უკრაინის მიმართ ამ ხნის განმავლობაში არ შემცირებულა. მხარდაჭერის ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", - აღნიშნა პეტერი ორპომ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო