დენის შმიგალი - უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი, მეცხრე შეხვედრა, დეკემბერში გაიმართება

უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი, მეცხრე შეხვედრა, დეკემბერში გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინა და ევროკავშირი ასოცირების საბჭოს მომავალ შეხვედრას მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ. ამის შესახებ შევთანხმდით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის დროს", - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი Telegram-ზე.

მას არ დაუკონკრეტებია, სად და როდის გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედებს და შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგს ახორციელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა