სლოვაკეთი რუსეთს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ელჩი ბრატისლავაში დაიბარეს, რათა გადასცენ პროტესტი სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში "მოსკოვის მიუღებელი ჩარევის გამო".

სლოვაკეთის საგარეო უწყების ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც კენჭისყრის დღის წინ გამოქვეყნდა და სადაც აღნიშნული იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევა გაზარდა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "რუსული დაზვერვის ცრუ განცხადება", "ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პატიოსნად ჩატარებას".

„მიგვაჩნია, რომ ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია არის რუსეთის ფედერაციის მიუღებელი ჩარევა სლოვაკეთის საარჩევნო პროცესში“, - აცხადებენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სლოვაკეთში რუსეთის საელჩომ ბრატისლავას ბრალდებები უარყო."კატეგორიულად უარვყოფთ სლოვაკეთის საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ რუსეთის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს ჩატარდა, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტო ფიკოს პარტიამ ყველაზე მეტი ხმები მოიპოვა. საარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიკო აცხადებდა, რომ თუ მისი პარტია მთავრობაში მოვიდოდა, სლოვაკეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აღარ გააგრძელებდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო