ანდრეი ერმაკსა და ჯეიკ სალივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ანდრეი ერმაკსა და ჯეიკ სალივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება, რუსული დრონების თავდასხმები, ასევე, უკრაინის თავდაცვისა და იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხები განიხილეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს სატელეფონო საუბრისას ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები გააცნო.

ასევე, მათი საუბარი შეეხო ირანული დრონების გამოყენებით ბოლოდროინდელ რუსულ საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

ერმაკმა და სალივანმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შტატებში ბოლო წარმატებული ვიზიტის შედეგები შეაჯამეს. კერძოდ, მათ განიხილეს იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმა.

საუბრისას ერმაკმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის იმ მხარდაჭერის მიმართ, რომელსაც უკრაინა გრძნობს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება