მედია - ინდოეთი კანადას 40 დიპლომატის გაყვანას სთხოვს

ინდოეთი კანადას სთხოვს, 10 ოქტომბრამდე ქვეყნიდან 40 დიპლომატი გაიყვანოს, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინდოეთი კანადელ დიპლომატებს დიპლომატიური იმუნიტეტის ჩამორთმევით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქვეყანაში 10 ოქტომბრის შემდეგ დარჩებიან.

კანადასა და ინდოეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 19 სექტემბერს, ქვეყნებმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინდოელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის უკან შესაძლოა, ინდოელი თანამდებობის პირები იდგნენ.

ელჩის გაძევების საპასუხოდ, ინდოეთის მთავრობამ ინდოეთში მყოფ კანადელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და რამდენიმე დღის შემდეგ კანადის მოქალაქეებს სავიზო მომსახურება შეუჩერა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო