რუსლან სტეფანჩუკმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა.

უკრაინის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სტეფანჩუკმა ვარჰეისთან უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მას ევროკომისიის მიერ გაცემული მკაფიო მითითებებისთვის, რომლებიც უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ეხმარება.

„უკრაინის უმაღლესი რადა ატარებს ყველაზე ყოვლისმომცველ და საფუძვლიან სამუშაოს, რომელსაც ევროკომისია დადებითად აფასებს“, - განმარტა სტეფანჩუკმა.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ეხება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას და ვენეციის კომისიის წლევანდელი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცვლილებები ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონშიც შევიდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო