საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე - თუ ისეთი საკითხები წამოიჭრება, სადაც საჭიროდ დავთვლით, რომ უშუალოდ პრეზიდენტისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ - ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყდება

არ ვიცი, [პრეზიდენტი] მოვა თუ არა - თუ ისეთი საკითხები წამოიჭრა საქმეში, სადაც საჭიროდ დავთვლით, რომ უშუალოდ მისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყდება.

„არ ვიცი, [პრეზიდენტი] მოვა თუ არა, არ შეუტყობინებია ჩემთვის. თუ ისეთი საკითხები წამოიჭრა საქმეში, სადაც საჭიროდ დავთვლით, რომ უშუალოდ მისგან უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება ხელახლა მოვიწვიოთ. ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყდება. ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ“, - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით უნდა განიხილოს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

არსებული ინფორმაციით, სხდომას „ქართული ოცნებიდან“ - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა დაესწროს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

№1797 კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით", - წერია ინფორმაციაში.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით