აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესი უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესი უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო გააკრიტიკა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა მილერმა.

მანვე დაამატა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, ჩვენ უკვე ამოვწურეთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი".

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათ-კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო წუთს დაამტკიცა ბიუჯეტი, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. თუმცა, მასში არ შესულა უკრაინის დახმარების ხარჯები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა