სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, საკითხი სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანმა წარადგინა.

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერების ფონზე, მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს ერევნის გეგმებს რომის სტატუტს შეუერთდეს და რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის.

მისი განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება