ირაკლი კობახიძე - აშშ-ის საელჩოს განცხადება იყო გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი - საზოგადოების მოლოდინია, საელჩოსგან მოისმინოს, რომ მათი მხრიდან რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა არ მოხდება

საზოგადოების მოლოდინია, რომ საელჩოსგან ამ შემთხვევაში მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც მან USAID -თან დაკავშირებით გაავრცელა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას სურს სიმშვიდე და არა რევოლუცია და „ის უბედურება რაც რევოლუციამ მოუტანა მეგობარ უკრაინას“.

„მე გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ ემასთან დაკავშირებით, გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, რაც მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებასთან, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება, რაც შემაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, მაგალითად, რაც რევოლუციამ მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, რომ საელჩოსგან ამ შემთხვევაში მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მათი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს. „USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს. მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს