ბექა ლილუაშვილი - ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის და კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი

ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის და კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისე ოპერატიულად ჩაინიშნა პროცესი, რომ დასანქცირებულმა მოსამართლეებმა, დიდი ალბათობით, მიიღეს ინსტრუქტაჟი და მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო დაადგენს კონსტიტუციასთან შეუსაბამობას.

რაც შეეხება პარლამენტის როლს, ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები არათანმიმდევრულია და განცდა რჩება, რომ ეს საკითხი სერიოზული ვაჭრობის და შეთანხმებების საგანი იქნება.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დაარღვია ამ კონტექსტში პრეზიდენტმა კონსტიტუცია, ამაზე კონსტიტუციონალისტებმა იდავონ, ვინ უფრო არღვევს კონსტიტუციას: პრეზიდენტი, მთავრობის წარმომადგენლები თუ პარლამენტის თავმჯდომარე, როცა მაგალითად, საგამოძიებო კომისიას არ ქმნის, ამის დროც იქნება და საშუალებაც, მაგრამ ამ მოცემულობაში „ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, არის ღია, პირდაპირი დაპირისპირება და შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე. სანამ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას [დაარღვია თუ არა კონსტიტუცია], ეს არ არის იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სალომე იქნება თუ სხვა, ეს არის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება