შვეიცარია იტალიაში ნატო-ს საჰაერო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს

შვეიცარია იტალიაში ნატო-ს საჰაერო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის თავდაცვის ფედერალური დეპარტამენტი ავრცელებს.

შვეიცარიის არმია 45 ჯარისკაცს გააგზავნის და ხუთი F/A-18 თვითმფრინავის გამოყენებით შვეიცარიელი პილოტები ცოდნას გაიღრმავებენ და მონაწილე სახელმწიფოებთან გამოცდილებას გაცვლიან.

ნატო-ს საჰაერო წვრთნები სამხრეთ იტალიაში ოქტომბერში გაიმართება და იგი სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ევროპაში.

საერთო ჯამში, მასში ცამეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, 70-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავით, 15 ვერტმფრენითა და 1500 ჯარისკაცით. შვეიცარია, რომელიც არ არის ნატო-ს წევრი, საჰაერო წვრთნებში ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის (PPP) პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს