აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეინტეგრაციის პროგრამა გამოაქვეყნა

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეინტეგრაციის პროგრამა გამოაქვეყნა, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” სომხური სამსახური იუწყება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად გამოაქვეყნა პროგრამა მთიან ყარაბაღში სომხების რეინტეგრაციის შესახებ, მას შემდეგ, რაც რეგიონი 100 ათასზე მეტმა სომეხმა უკვე დატოვა.

ბაქოს მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხების სრულად განიარაღება უნდა მოხდეს, ადგილზე კი საზოგადოებრივ წესრიგს აზერბაიჯანის პოლიცია დაიცავს.

დოკუმენტი ხუთი ნაწილისგან შედგება და ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ სომხების რეინტეგრაცია მოხდება „აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვის საფუძველზე“.

გამოქვეყნებული დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში მმართველობა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების დახმარებით განხორციელდება. გარდა ამისა, ყარაბაღში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების გზით ჩამოყალიბდება“.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის