პოლონეთი, უკრაინა და ლიეტუვა უკრაინული მარცვლეულის შემოწმების პროცედურის უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნაცვლად ლიეტუვის ტერიტორიაზე განხორციელებაზე შეთანხმდნენ

ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლი უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, კლაიპედას პორტში გადაინაცვლებს ამ პორტისკენ მიმავალი ყველა სასოფლო-სამეურნეო ტვირთისთვის.

მედიის ინფორმაციით შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა გამოაცხადეს.

მათი განმარტებით, შეთანხმება პოლონეთის გავლით ტრანზიტს დააჩქარებს.

„ჩვენ შევთანხმდით მნიშვნელოვან საკითხზე. ოთხშაბათიდან, უკრაინული მარცვლეულის შემოწმება, რომელიც ტრანზიტით ლიეტუვას გაივლის, უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის ტერიტორიაზე, ლიეტუვის პორტში გადაინაცვლებს", - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის შეთავაზებას ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარული კონტროლის უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან ლიეტუვის პორტში გადატანასთან დაკავშირებით.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის