უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 279 440 ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში 279 440 ჯარისკაცი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენერალური შტაბის 3 ოქტომბრის ანგარიშით რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 279 440 სამხედრო დაკარგა, მათ შორის, ბოლო დღე ღამის განმავლობაში 360.

გენშტაბის ცნობის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დღემდე რუსეთის დანაკარგებია: 4732 ტანკი, 9008 ჯავშანტექნიკა, 8932 მანქანა და საწვავის ავზი, 6565 საარტილერიო სისტემა, 801 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 540 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 316 ვერტმფრენი, 5020 უპილოტო საფრენი აპარატი, 20 გემი და ერთი წყალქვეშა ნავი.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი