სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება განახორციელა და მისი გადაწყვეტილებების შესრულების პირობა დადო.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანი გააფრთხილა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა